ჩვენ შესახებ
სოციალური კვლევების ინსტიტუტი გახლავთ არასამთავრობო ორგანიაცია რომელიც 25 წლის წინ დაარსდა საქართვალოში სოციალოგების და ფსიქოლოგების მიერ. ინსტიტუტის მიზანია სოციალურ-ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მუშაობით საზოგადოებაში დემოკრატიული თვითშეგნების დამკვიდრება. ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს გააჩნია გამოცდილება სოციალურ, გარემოსდაცვით და მარკეტინგულ გამოკვლევებში, მონიტორინგსა და შეფასებაში, თემის მობილიზაციაში, ტრენინგების და კონფერენციების ჩატარებაში.
წლების განმავლობაში ორგანიზაცია მუშაობდა სოციალური კვლევების მიმართულებით. ბოლო წლებია სოციალური კვლევების ინსტიტუტი სხვა პროექტებთან ერთად ასევე მუშაობს თამბაქოს ზიანის შემცირების საკითხებზე საქართველოში. პროექტის მთავარი მიზანია თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლებლობების და გამოწვევების განხილვა, როგორც ქვეყნის ჭრილში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
მოცემული პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ექიმების და მეცნიერების სხვადასხვა ჯგუფებთან, თამბაქოს ინდუსტრიის სამეცნიერო ჯგუფების ჩათვლით, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში. საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით განხილულ იქნა ათეულობოთ საერთაშორისო კვლევა თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით და ჩატარდა კონფერენცია სამედიცინო დარგის ექსპერტების მონაწილეობით. თუმცა, უნდა ვაღიაროთ რომ თამბაქოს ზიანის შემცირების კონცეფციაზე დისკუსია საქართველოში ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. მნიშვნელოვანია დაიწყოს აქტიური დისკუსია მოცემულ საკითხზე, რისთვისაც გადამწყვეტია, რომ გაიზარდოს იმ ექსპერტთა რაოდენობა რომლებიც ფლობენ უახლეს სამეცნიერო ინფორმაციას საკითხზე, აქვთ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული საკუთარი ხედვები და იცნობენ საერთაშორისო გამოცდილებას და მიღწევებს.
ექსპერტიზის სფეროები:
- სოციალური და მარკეტინგული კვლევები
- მონაცემთა ანალიზი და კონსულტაციები
- ტრენინგების ჩატარება
- კონფერენციების ორგანიზება
- დიალოგის ხელშეწყობა
Ჩვენი მისია
ჩვენ ვქმნით უსაფრთხო გარემოს თავისუფალი თვითგამოხატვისთვის და ვამარტივებთ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, რაც ქმნის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.