top of page

განცხადება

2023 წლის 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ა(ა)იპ „სოციალური კვლევების ინსტიტუტის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლომ თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის განხილვა თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციად მიიჩნია.

საქმე შეეხება ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც მიმოიხილავს თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებს, კერძოდ, მწეველების რიცხვის შემცირების თვალსაზრისით არსებული ამკრძალავი ზომების არაეფექტიანობასა, და,  ზიანის შემცირების სტრატეგიას - როგორც სიცოცხლის გადარჩენის გზას.

დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებითად მნიშვნელოვანია აკადემიური მსჯელობისა და აზრის თავისუფალი გაცვლის უზრუნველყოფა. წლებია „სოციალური კვლევების ინსტიტუტი“ მუშაობს ზიანის შემცირების პრინციპზე და მეცნიერებაზე დაფუძნებული არგუმენტებით თვალყურს ადევნებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებს. ჩვენი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ჯანდაცვის სტრატეგიებში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის დაწყება და საზოგადოების ინფორმირება.

სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებითად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და აკადემიური მსჯელობის არსებობას სტატიაში განხილული ზიანის შემცირების სტრატეგიის შესახებ, მეცნიერული არგუმენტებისა, თუ - საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თამბაქოს კონტროლი რთული, არაერთმნიშვნელოვანი და, შესაძლოა, წინააღმდეგობრივი საკითხია, ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით, მიუკერძოებლად და გონივრულ ვადაში განიხილავს აღნიშნულ საქმეს და სწორ ბალანსს დაადგენს აკადემიური შემოქმედებისა და გამოხატვის თავისუფლების შინაარსზე დაფუძნებული შეზღუდვისგან დასაცავად.

01.png

Ჩვენი მისია

 

ჩვენ ვქმნით უსაფრთხო გარემოს თავისუფალი თვითგამოხატვისა და ინფორმაციის მარტივად წვდომისთვის, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. 

კონტაქტი

T: (+995 32) 2 422 766

M:  (+995 577) 77 08 09

E: info@isr.ge

მისამართი: გვირილების 22, ქ.

თბილისი,  საქართველო, 0131

  • LinkedIn
  • Facebook
  • Twitter

Ჩვენი მისია

ჩვენ ვქმნით უსაფრთხო გარემოს თავისუფალი თვითგამოხატვისა და ინფორმაციის მარტივად წვდომისთვის, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. 

© 2022 ყველა უფლება დაცულია.

bottom of page